saqarTvelos kuTxeebi da terotoriuli mowyoba  
  
 
 


aWaris avtonomiuri respublika

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში. ქალაქი ბათუმი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 6 მუნიციპალიტეტად იყოფა:

qedas municipaliteti qobuleTis municipaliteti Suaxevis municipaliteti xelvaCauris municipaliteti xulos municipaliteti

ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც 1990 წელს წარმოიქმნა ყოფილი აჭარის ასსრ-ის ბაზაზე. მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცებს, აჭარასა და ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახელისა და სამცხის ტერიტორიებს. ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. რეგიონის საერთაშორისო კოდია - GE-AJ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია - ქ. ბათუმი.

zogadi cnobebi administraciuli mowyoba

აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2919 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 333 953 კაცს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე – 114,4 კაცს 1 კმ²-ზე. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 340 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

  • ქალაქი - 2: ბათუმი, ქობულეთი;
  • დაბა - 5: ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, შუახევი, ხულო.
  • სოფელი - 333.

etimologi

სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება „ჭანს“ და ნიშნავს „საჭანოს“.

ადმინისტრაციული დაყოფა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 1 თვითმმართველ ქალაქად ბათუმი და 5 მუნიციპალიტეტად იყოფა: ქედის, ქობულეთის ხელვაჩაურის ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებად.

აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ქალაქი - 2: ბათუმი, ქობულეთი;
დაბა - 7: მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო.
სოფელი - 333.

mosaxleoba

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 245 286 309 768 354 179 392 707 381 500 376 016 333 953 340 200 343 000 346 300
ბათუმის 82 328 100 603 122 815 136 609 137 500 121 806 152 839 158 200 160 800 163 400
ქედის 17 204 19 065 19 232 19 928 19 100 20 024 16 760 16 800 16 800 16 800
ქობულეთის 54 401 70 717 78 382 88 107 89 400 88 063 74 794 74 100 73 600 73 400
შუახევის 20 324 23 196 23 081 25 113 17 900 21 850 15 044 15 100 15 100 15 100
ხელვაჩაურის 42 870 61 905 71 887 83 562 85 200 90 843 51 189 51 500 51 800 52 100
ხულოს 28 159 34 282 38 782 39 388 32 400 33 430 23 327 24 500 25 000 25 500

geografia

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია წარმოადგენს მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში შემავალი მთებისა და ხეობების სისტემას, რომელსაც შუაზე კვეთს რეგიონის მთავარი მდინარე - აჭარისწყალი. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა. ზღვის სანაპირო ზონა ზოგან საკმაოდ განიერია და ქმნის პლაჟებს (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი), ხოლო ზოგან უშუალოდ ესაზღვრება მესხეთის ქედის ციცაბო ფერდობებს (მწვანე კონცხი). სანაპირო ზონა მოიცავს დაბლობ რაიონებსა და მთის ფერდობებს 100–200 მ სიმაღლემდე. უფრო აღმოსავლეთით, 200–1000 მ სიმაღლეთა შუალედში, გორაკ-ბორცვიანი რელიეფი იცვლება მთიანი ზონით, რომელიც მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედების ფერდობებზე გადადის მაღალმთიან ზონაში 1000–2000 მ და უფრო დიდ სიმაღლეებზე. აჭარის ყველაზე მაღალი მთებია კენჭაული და ხინო, რომლებიც 3000 მ სიმაღლეს ვერ აღწევს და არ გააჩნია მუდმივი თოვლის საფარი. თუმცა, გოდერძის უღელტეხილზე (2025 მ) და მაღალი მთების ფერდობებზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 7-8 თვემდე აღწევს. მთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 80 % უჭირავს, მთისწინეთს - 15 %, დაბლობებით კი დაკავებულია რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 5 % (2900 კმ²).

tyis resursebi

ტყეებს უკავია რესპუბლიკის ფართობის 65 %. ეს მაჩვენებელი გამორჩეულად მაღალია საქართველოს (39,1 %), მეზობელი თურქეთის (11 %) და მთლიანად მსოფლიოს (27 %) შესაბამის მაჩვენებლებთან. ტყის მასივების ყველაზე მეტი წილი მოდის ზღვის დონიდან 1000–2000 მ-ის ფარგლებში და შეადგენს 61 %. ტყით დაფარული ფართობების ნახევარზე მეტი, 55,9 % მოდის 31 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე. ტყეების ფართობები შეადგენს 23 790,8 ჰა-ს. ტყის მერქნული რესურსი მოიცავს წიწვოვან (ფართობი – 875 ჰა) და ფოთლოვან (ფართობი – 22 404 ჰა) ტყეებს.

gzebi

1897 წელს როდესაც თედო სახოკიამ აჭარაში იმოგზაურა, აღწერა აჭარაში შემავალი გზები:

ვიკიციტატა
„აჭარა შემოსასვლელი გზები აქვს შემდეგი მხრიდან: ერთი - ბათუმის მხრიდან, ეგრეთ წოდებული ბათუმ-ახალციხის შარა-გზით, მეორე - ამავე გზით ახალციხიდან (ყანლის მთაზეა გადმოსასვლელი); გურიიდან სამი გზა შემოდის: ბჟუჯის-წყლის ხეობით თაგინურზე (2918 მ.), აჭარის-წყლის ხეობითა და ბახვის-წყლის ხეობით ბადიშზე. ამ სამში ბადიშის გზა ყველასა სჯობია. შავშეთიდან სამი მხრივ შემოდის გზა: ერთია, მთა კორდა (2640 მ.), მეორე - ხევა (3073 მ.) და მესამე - ყვირილა.“

aWaruli saxli

ზემო აჭარისათვის დამახასიათებელია ჯარგვლისებური ხის სახლები, ან, როგორც აქ ეძახიან კონღები. კონღა იგივე საზაფხულო სოფელია. სოფლის შესასვლელში განმარტოებით დგას ხის დაბალი, მხარნახევრის სიმაღლე, ჯარგვალი, ორ-თვლიანი, რომელიც წარმოადგენდა სოფლის სასტუმროს. სასტუმროს ერთი თვალი ადამიანისთვის იყო, რომლის შიგნით აქეთ-იქით ფართო, მაგრამ ძალზე დაბალი (ერთი მტკაველი სიმაღლე) ტახტები იყო შეკრული, ხოლო შუაში მიწურზე ცეცხლი ენთო. მეორე თვალი-კი ცხენის დასაბმელად იყო მიდგმული.

აჭარული სახლი ორსართულიანია. ზედა სართულში ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში - თავლა და ბოსელია ერთად. გარედან სახლს სიგრძე და სიგანე 4 მხარი აქვს. ფანჯრები იხურება დარაბებით. ზედა სართული სამ განყოფლებიანია. ერთი რომელიც ამავდროულად სასტუმროცაა, საჯალაბო იმავდროულად სამზარეულოცაა. აქეთ-იქით დაბალი, მტკაველ-ნახევარის სიმაღლე ტახტებია მიკრული, განივრები, ცარიელი და ძალზედ შავი. ტახტებს შუა ქვედა სართულის ჭერზედ მიწა აყრია და კერა არის გამართული: ზემოდან საკიდელა ჰკიდია რკინისა, რომელზედაც საჭიროების დროს ქვაბებს კიდებდნენ. საჯალაბოში ქალია ბატონი, მამაკაცს შიგ შესვლა ეკრძალება. აქ ამზადებდა ქალი საჭმელს, აკეთებდა საოჯახო ხელსაქმეს და აქვე იძინებდა.

საჯალაბოდან დაბალ კარშია გასასვლელი და შევდივართ მესამე განყოფილებაში - სარძევეში. ეს ოთახი მარტო რძისათვის არის მიჩენილი და სარძევეც მაგიტომ დაერქვა. რძის ჭურჭელი ნაძვის მასალის იყო. ესენია:

  1. გვარდა - ნაძვის თხელ ყავრისაგან აკეთებდნენ მრგვლად, იყენებდნენ კარაქის საზიდად, ცხენს აქეთ-იქედან დაჰკიდებდნენ.
  2. საწველელი - წააგავს გვარდას.
  3. ხელგობი - თელისაა, მაგარი, შიგ ყაიმაღი დგას კარაქის ამოღებამდე.
  4. ვარია - მაწვნის სადღვებელი, წააგავს ქართლურს, ხის მრგვალი ძელია ამოშიგნული რომელიც თოკებით არის დაკიდული და როცა მაწონს ჩაასხამენ, აქეთ-იქით აქანებენ.

სარძევის იატაკი ერთ ადგილას გამოჭრილია, რომელზეც მიდგმული ჰქონდა საცალფეხო კიბე, ერთი ძელისა (როგორც მეგრული ტკვა). აქედან ჩადიან ქვედა სართულში ბოსელში, სადაც საქონელია დაბმული.

soflis meurneoba

mefutkreoba

მეფუტკრეობა აქ სოფლის მეურნეობის ერთ ერთი დარგია. მართალია ის ისევე არაა განვითარებული, როგორც მესაქონლეობა მაგრამ მოსახლეობა მაინც ინარჩუნებს მას. XX საუკუნის შუა ხანებამდე აჭარაში იყენებდნენ, გურია-სამეგრელოში არსებული სკების მსგავს: მეტრი-მეტრანახევარი სიგრძის ხის ძელი შუაზე იყო გაპობილი. ორივე ნაწილს გული ამოღრუტნული ჰქონდა. ეს ორი გულამოღებული ნახევარბოძი შეერთებულია. ქვეშიდან დასაჭერად თავსა და ბოლოში კაპიანი სარები ერჭოთ ხეზე დასაკიდებლად. სახლის გარდა ასეთი სკები ტყეშიც იდგმევა.

მეფუტკრეობას განსაკუთრებით მისდევენ მაღალმთიან აჭარაში. თედო სახოკიამ აღწერა მაშინდელი მეფუტკრეობა:

ვიკიციტატა
„მთელს აჭარაში ას-ოც კომლამდე იქნება სკების პატრონი. განსაკუთრებით ბევრი ჰყავთ ზემო-აჭარის ორ საზოგადოებაში: ფუშრუკაულისა და ინწკირვეთისაში. ჰყოლიათ სულ 900 სკა (ზემო-აჭარაში - 360 და ქვემოში - 540). გამოუღიათ თაფლი - 820 (ზემოში - 360, ქვემოში - 460) ფუთი და სანთელი - 400 (ზემოში - 180, ქვემოში - 220) ფუთი. ერტი ფუთი სანთელი იყიდებოდა - 16 მანეთად, ხოლო თაფლი - 3 მანეთად. თაფლს უმეტეს შემთხვევაში არა ჰყიდიან, უფრო ოჯახში ხარჯავენ.“

mosaxleoba

აჭარის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველთვის წარმოაგდენდნენ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა — აჭარლები. სხვადასხვა დროს აჭარაში ცხოვრობდა სომეხი და ბერძენი მცირერიცხოვანი მოსახლეობაც, რომელთა ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა წარმოადგენდა.

ვიკიციტატა
„ხულოში, ჯამეს ცოტა მოშორებით ათიოდ დუქანია ხისა, პატარები, საწვრილმანოები, საყასბო, სამჭედური. ვაჭრები ბერძნები და სომხებია.“

1897 წლისათვის აჭარისა და შავშეთის საზღვარზე, სარიჩარაის მთებში ცხოვრობდა რამდენიმე ასეული კომლი ლტოლვილი ქურთი.

religia

საუკუნეების მანძილზე აჭარაში სარწმუნოება იმის და მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის გავლენის ქვეშ ექცეოდა აღნიშნული რეგიონი. აჭარლები, როგორც ქართლის სხვა კუთხე მისდევდა მრავალღმერთიანობას. I საუკუნეში ქრისტეს მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგებიდან ის ნელ ნელა გადადიოდა ქრისტიანობის რჯულზე. წმინდა ნინოს დროს, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა აჭარა ქრისტიანობის ერთ ერთ კერად იქცა. მასში დაარსდა საეპისკოპოსოები და აშენდა არაერთი ეკლესია. მოგვიანებით ოსმალური იმპერიის მიერ რეგიონის ხელში ჩაგდებიდან, აჭარაში ფეხი მოიკიდა მუსულმანურმა სარწმუნოებამ. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ რაც რეგიონი რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის იმპერიაში არ იდევნებოდა მუსულმანობა, ხელი ეწყობოდა ქრისტიანობის გავრცელებას. საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის გვრცელებასთან ერთად ხალხში მცირედ ანთებული ნაკვერჩხალი კიდევ უფრო შემცირდა. რეგიონი ითვლებოდა სასაზღვრო ტერიტორიად და იქ მისვლა მოსვლა გართულებული იყო. საბჭოთა წყობის დანგრევის შემდეგ ვითარება რელიგიის აღმსარებლობის თავისუფელბის კუთხით შეიცვალა. ქრისტიანულ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი საკულტო ნაგებობები, მუსულმანებმა ააშენეს ჯამეები თავიანთი მრევლისათვის. ასევე გააქტიურდნენ სხვა როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული რელიგიის მიმდევრები.

 

aWaris foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი ბათუმი
კოორდინატები 41°39`00″ ჩ. გ. 42°00`00″ ა. გ.
ფართობი 2919 კმ²
მოსახლეობა 423 000 (1994)
410 980 (1995)
391 580 (1996)
354 900 (2021)

სიმჭიდროვე 114,4 კაცი/კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,04 %
სომხები 1,64 %
რუსები 1,10 %
უკრაინელები 0,24 %
ბერძნები 0,17 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 54,5 %
მუსლიმები 39,8 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.adjara.gov.ge/

 

 
       

 

 

აჭარის დროშა

აჭარის გერბი

 

RirSesaniSnaobebi
სხალთის ეკლესია ქვახიდის სერის ეკლესია
ვანაძეების ნასაყდრალი თეთროსანის ეკლესია
ვანაძეების ნაეკლესიარი ხინოს კათედრალი
ვერნების ეკლესია ქაქუთის მთავარანგელოზი
თხილვანის ეკლესია სამი მღვდელმთავრის ეკლესია
ცხმორისის ეკლესია ჩეხედანას ეკლესია
სხალთის ტაძარი ცხრაფონის ამაღლების საყდარი

 

აჰმედ ფაშას მეჩეთი ზიეს მეჩეთი
მუფტიეს მეჩეთი ორთა ჯამეს მეჩეთი

 

ათუმის ბოტანიკური ბაღი

 

მახოს ხიდი ჩხერის ხიდი
მახუნცეთის ხიდი ზვარიას ხიდი
დანდალოს ხიდი ბასრიმელის ხიდი
ფურტიოს ხიდი ცხემვანის ხიდი
მიწის ხიდი ჩამახისურის ხიდი
ცხემლარის ხიდი ჭვანის ხიდი
შანთაძეების ხიდი ფურტიოს ხიდი
ურხოს ხიდი ცხმორისის ხიდიები
ყადიოღლების ხიდი ჯაიმელას ხიდი

ხუროთმოძღვრების ძეგლები

1 ბათუმის ციხე 13 მამუკას ციხე
2 ბეგოშვილების ციხე 14 პეტრას ციხე
3 გვარას ციხე 15 საღორეთის ციხე
4 გონიოს ციხე 16 ცივასულას ციხე
5 გულების ციხე 17 ხიხანის ციხე
6 დანდალოს ხიდი 18 მთისუბნის ციხე
7 ელიას ციხე 19 ყოროლისთავის ციხე
8 ზენდიდის ციხე 20 ხირხათის ციხე
9 კავიანის ციხე 21 ტაკიძეების (დანდალოს) ციხე
10 ჭვანის ციხე 22 ჭვანის (ტაკიძეების) ციხე
11 ხირხათის ციხე 23 ოქროპილურის ყალაბოინი
12 ჩხუტუნეთის ციხე   ზესოფლის ციხე
  ტაკიძეების ციხე   ნიგაზეულის ციხე-გალავანი
  გულების ციხე   ალამბრის კოშკი
  ოქროპილაურის ყალაბოინი   ვარდიციხე
  მთისუბნის ციხე   თამარის ციხე

აჭარის ისტორია

კურორტები

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.